ვილიარეალი (საფეხბურთო კლუბი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვილიარეალი
სრული სახელი Villarreal Club de Fútbol
მეტსახელი ყვითელი წყალქვეშა ნავი (ესპ. Submarino amarillo)
დაარსდა 10 მარტი, 1923; 100 წლის წინ (1923-03-10)
სტადიონი ელ-მადრიგალი,
ვილიარეალი, ესპანეთი
(ტევადობა: 24.890 მაყურებელი)
პრეზიდენტი ესპანეთის დროშა ფერნანდო როჩ ალფონსო
მწვრთნელი ესპანეთის დროშა უნაი ემერი
კაპიტანი ესპანეთის დროშა მარიო გასპარი
ლიგა პრიმერა დივიზიონი
2020/21 მე-7 ადგილი
საიტი ოფიციალური საიტი
ძირითადი ფორმა
რეზერვის ფორმა
მესამე ფორმა

„ვილიარეალი“ (ესპ. Villarreal Club de Fútbol) – ესპანეთის საფეხბურთო კლუბი ამავე სახელწოდების ქალაქიდან, კასტელიონის პროვინცია, ვალენსიის ავტონომიური გაერთიანება. შეიქმნა 1923 წლის 10 მარტს. საშინაო მატჩებს მართავს სტადიონზე ელ-მადრიგალი, რომელიც 24 880 მაყურებელს იტევს.

კლუბის ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საფეხბურთო კლუბი „ვილიარეალი“ დაარსდა 1923 წლის 10 მარტს. სტადიონი იქირავეს თვეში 60 პესოდ, ბილეთის ფასები ნახევარი პესო იყო კაცზე, მეოთხედი ბავშვებზე, ქალები კი უფასოდ დაიშვებოდნენ. 21 ოქტომბერს კლუბმა ითამაშა თავისი პირველი მატჩი მის მთავარ მეტოქე „კასტელონთან“. ესპანეთის სამოქალაქო ომის დაწყებამდე „ვილიარელი“ ესპანეთის რეგიონალ ლიგებში თამაშობდა .

ლიგაში შესვლა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ომის შემდეგ კლუბი თამაშობდა სხვადასხვა რეგიონალ ლიგებში, სანამ 1970–71 წლების სეზონში სეგუნდა დივიზიონში არ აღზევდა, სადაც „ვილიარეალმა“ ითამაშა 2 სეზონი და გავარდა უკან, ტერსერა დივიზიონში. 80-იანი წლების ბოლო რამდენი სეზონის შემდეგ სეგუნდა დივიზიონ ბ–ში გაატარა. 1991–92 წლების სეზონში გუნდმა მოახერხა და დაბრუდა ესპანეთის რანგით მეორე დივიზიონში.

აღზევება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1998 წლის 24 მაისს, „ვილიარეალმა“ მოიპოვა პრიმერა დივიზიონში თამაშის უფლება . სეზონი დაიწყო ურთულესად, მადრიდში, სანტიაგო ბერნაბეუზე „რეალთან“ მატჩით. რთული სეზონი შემდეგ „ყვითლები“ გავარდნენ სეგუნდა დივიზიონში, თუმცა გავარდნის წელსვე, 1999–2000 წლების სეზონში, კლუბი მესამე ადგილზე გავიდა და დაბრუნდა პრიმერაში.

2005–06 წლები, ოქროს სეზონი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2003 წლიდან „ვილიარეალი“ აქტიურად იბრძოდა ევროსაგზურებისთვის, 2004–05 წლების სეზონში კლუბმა მოიპოვა ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის უფლება მომდევნო სეზონისთვის. წყალქვეშა ნავმა ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის ეტაპზე, „ევერტონ“ი დაამარცხა (2 მატჩის ჯამში 4:2) და ჯგუფურ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა. ჯგუფში მოხვდა პორტუგალიის ჩემპიონ „ბენფიკასთან“, ფრანგულ „ლილთან“ და ინგლისურ „მანჩესტერ იუნაიტედთან“. „ვილიარეალი“ არ დამარცხებულა ჯგუფური ეტაპის არც ერთ მატჩში (2 მოგება, 4 ფრე) და გავიდა ტურნირის მერვედფინალში, სადაც შოტლანდიური „რეინჯერსი“ დაამარცხა სტუმრად გატანილი გოლის წესის წყალობით (1–1 შინ, 2:2 სტუმრად). მეოთხედფინალურ ეტაპზე „ვილიარეალს“ ბევრად ძლიერი მეტოქე, იტალიური „ინტერი“ შეხვდა, სან სიროზე „ვილიარეალი“ 2:1 დამარცხდა, ერთადერთი გოლი დიეგო ფორლანის ანგარიშზეა, ხოლო შინ 1:0 იმარჯვა და ისევ გასვლაზე გატანილი გოლის წყალობით გავიდა შემდეგ ეტაპზე. ნახევარფინალში ყვითლებს „არსენალი“ შეხვდათ, რომელთანაც 2 მატჩის ჯამში 1:0 წააგეს, აღსანიშნავია რომ განმეორებითი მატჩის ბოლო წუთზე იენს ლემანმა ხუან რომან რიკელმეს დარტმული პენალტი აიღო.

2005-06 წლების სეზონის შემდეგ „ვილიარეალი“ ევროპაში ერთ–ერთი ანგარიშგასაწევი ძალა გახდა. 2010–11 წლების სეზონში გუნდი ესპანეთის ჩემპიონატში მეოთხე ადგილზე გავიდა, ევროპის ლიგაზე კი ნახევარფინალში „პორტუსთან“ დამარცხდა, რომელიც შემდეგ ჩემპიონის ტიტულსაც დაეუფლა.

მიმდინარე შემადგენლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შენიშვნა: დროშა აღნიშნავს ეროვნულ ნაკრებს რომელიც განსაზღვრულია ფიფა-ს წესებით. მოთამაშეები შესაძლოა რამდენიმე ფიფა-ს არაწევრ ქვეყანას/ტერიტორიას მიეკუთვნებოდნენ.

პოზიცია ქვეყანა მოთამაშე
1 მეკარე ესპანეთი ესპანეთი სერხიო ასენხო
2 მცველი ესპანეთი ესპანეთი მარიო გასპარი
3 მცველი ესპანეთი ესპანეთი ხოსე ანხელი
5 მცველი არგენტინა არგენტინა მატეო მუსაკიო
6 მცველი ესპანეთი ესპანეთი ვიქტორ რუისი
7 ნახევარმცველი რუსეთი რუსეთი დენის ჩერიშევი
8 ნახევარმცველი მექსიკა მექსიკა ჯონათან დოს სანტოსი
9 თავდამსხმელი ესპანეთი ესპანეთი რობერტო სოლდადო
11 მცველი ესპანეთი ესპანეთი ხაუმე კოსტა
12 მცველი ესპანეთი ესპანეთი ალვარო გონსალესი
13 მეკარე ესპანეთი ესპანეთი ანდრეს ფერნანდესი
14 ნახევარმცველი ესპანეთი ესპანეთი მანუ ტრიგეროსი
პოზიცია ქვეყანა მოთამაშე
15 თავდამსხმელი ესპანეთი ესპანეთი ადრიან ლოპესი
16 ნახევარმცველი ესპანეთი ესპანეთი როდრიგო ერნანდესი
17 თავდამსხმელი კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა სედრიკ ბაკამბუ
18 თავდამსხმელი იტალია იტალია ნიკოლა სანსონე
19 ნახევარმცველი ესპანეთი ესპანეთი სამუ კასტილეხო
20 ნახევარმცველი იტალია იტალია რობერტო სორიანო
21 ნახევარმცველი ესპანეთი ესპანეთი ბრუნო სორიანო ()
22 მცველი სერბეთი სერბეთი ანტონიო რუკავინა
23 მცველი იტალია იტალია დანიელე ბონერა
24 თავდამსხმელი კოლუმბია კოლუმბია რაფალ სანტოს ბორე
25 მეკარე არგენტინა არგენტინა მარიანო ბარბოსა

მიღწევები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საშინაო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ევროტურირებზე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]