მთავარი გვერდი
ეს არის თავისუფალი ენციკლოპედიის ქართულენოვანი პროექტი | ამჟამად ქართულ ენაზე ხელმისაწვდომია 165 508 სტატია. |
გეოგრაფია · ისტორია · მეცნიერება · რელიგია · საზოგადოება · სამართალი · სპორტი · ხელოვნება · საქართველო |
ხაშამის ბრძოლა — 2018 წლის 7 თებერვალს, აშშ-ის ეგიდით შექმნილმა კოალიციამ განახორციელა მასიური საჰაერო და საარტილერიო დარტყმები სირიის სამთავრობო ძალებისა და მათ მხარეს მებრძოლი რუსული ვაგნერის ჯგუფის მიმართულებით, ქალაქ ხაშამთან, ალ ტაბიეს მახლობლად (ორივე - დაირ ელ-ზავრის გუბერნიაში). შეერთებულმა შტატებმა თავდასხმა ახსნა იმით, რომ სამთავრობო ძალებმა „წამოიწყეს არაპროვოცირებული თავდასხმა სირიის დემოკრატიული ძალების შტაბბინის წინააღმდეგ“, როდესაც კოალიციის ძალები „სირიის დემოკრატიული ძალების სამხედროებთან ერთად იყვნენ განლაგებული მდინარე ევფრატის სამშვიდობო ხაზის აღმოსავლეთით“.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 2018 წლის 8 თებერვალს გამოაქვეყნა განცხადება სოფელ სალიჰიაჰაში მომხდარ ინციდენტზე სადაც ნათქვამია, რომ ეს გამოწვეული იყო სირიის დემოკრატიული ძალების სადაზვერვო მოქმედებებით, და არ იყო ინიცირებული რუსული ოპერაციების სარდლობის მიერ; განცხადებაში ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსი სამხედროები არ იყვნენ „განთავსებულნი სირიის დაირ ელ-ზავრის პროვინციაში“.
მაასტრიხტის ხელშეკრულება, 1992 – (ევროპის კავშირის შექმნის შესახებ), ხელი მოაწერეს 7 თებერვალს მაასტრიხტში (ნიდერლანდები) ევროპის გაერთიანების 13 სახელმწიფოს – ბელგიის, დანიის, გერმანიის, ესპანეთის, ირლანდიის, იტალიის, ლუქსემბურგის, ნიდერლანდების, პორტუგალიის, საბერძნეთის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის და ჩრდ. ირლანდიის წარმომადგენლებმა.
ხელშეკრულება წარმოადგენს ახალ მნიშვნელოვან ეტაპს ევროპის ქვეყნების ინტეგრაციაში და ითვალისწინებს: ევროპის სახელმწიფოში მცხოვრებ ხალხთა საერთო მოქალაქეობის, ანუ ევროკავშირის მოქალაქეობის, შემოღებას, ასევე მოქალაქეთა თავისუფალ გადაადგილებას ევროპის წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე; ევროპის ქვეყნების მიერ საერთო საგარეო და უშიშროების პოლიტიკის, საერთო თავდაცვის პოლიტიკის განხორციელებას.- თურქეთში, სირიის საზღვართან, 7,8 Mw სიმძლავრის მიწისძვრა (დანგრეული შენობა სურათზე) მოხდა.
- პაკისტანის ყოფილი პრეზიდენტი პერვეზ მუშარაფი 79 წლის ასაკში გარდაიცვალა.
- ჩეხეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გენერალმა პეტრ პაველმა გაიმარჯვა.
- თეირანში აზერბაიჯანის საელჩოზე თავდასხმის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 2 — დაიჭრა.
- საგარეჯოში სროლის შედეგად დაიღუპა 5 და დაიჭრა 5 პირი.
- ვახტანგ („ბუბა“) კიკაბიძე, ქართველი მომღერალი და კინომსახიობი, 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მიმდინარე: რუსეთის შეჭრა უკრაინაში
ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
- წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი ანრი დიუნანმა მას შემდეგ დააარსა, რაც საკუთარი თვალით იხილა სოლფერინოს ბრძოლა.
- პირველი ბაგრატიონი მეფე, რომელიც სვეტიცხოველში დაკრძალეს არის დავით VII ულუ.
- ბურუნდის ქალაქ რუტოვუში ამ ქვეყნის პირველი სამი პრეზიდენტი, მიშელ მიჩომბერო, ჟან ბაპტისტ ბაგაზა და პიერ ბუიოია, დაიბადა.
- იერუსალიმის ყველა პრე-მოდერნისტული რუკა შესრულებული იყო ქრისტიანების მიერ ქრისტიანული ევროპის საზოგადოებისათვის.
- თიოაცეტონი ყველაზე უსიამოვნო სუნის მქონე ქიმიური ნივთიერებაა.
- პინგვინონი არის ორგანული ნაერთი, რომლის მოლეკულის ფორმა (იხ. სურათზე) პინგვინს ჰგავს.
- წყლის შაშვები საკვების მოსაპოვებლად 1,5 მეტრამდე ყვინთავენ და წყლის ქვეშ 20 წამამდე ჩერდებიან.
- სალომე ზურაბიშვილი პირველი ქალი პრეზიდენტია კავკასიის რეგიონში.
![]() |
ვიკისაწყობი მედიაფაილების თავისუფალი საცავი |
![]() |
ვიკისიახლენი თავისუფალი სიახლეები |
![]() |
ვიქსიკონი ლექსიკონი და თეზაურუსი |
![]() |
ვიკიციტატა ციტატების კოლექცია |
![]() |
ვიკიწიგნები თავისუფალი სახელმძღვანელოები |
![]() |
ვიკიწყარო თავისუფალი ბიბლიოთეკა |
![]() |
ვიკისახეობები ჯიშთა და სახეობათა საცავი |
![]() |
ვიკივერსიტეტი საგანმანათლებლო მასალები |
![]() |
მეტა-ვიკი ვიკიმედიის პროექტების კოორდინაცია |
![]() |
ვიკივოიაჟი თავისუფალი გზამკვლევი |
![]() |
ვიკიმონაცემები მონაცემთა ბაზა |
![]() |
მედიავიკი უფასო პროგრამული უზრუნველყოფა |