პიერ ბუიოია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პიერ ბუიოია
პიერ ბუიოია
ბურუნდის პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
3 სექტემბერი, 1987 – 10 ივლისი, 1993
წინამორბედიჟან ბაპტისტ ბაგაზა
მემკვიდრემელშიორ ნდადაიე
თანამდებობაზე ყოფნის დრო
25 ივლისი, 1996 – 30 აპრილი, 2003
წინამორბედისილვესტრე ნტიბანტუნგანია
მემკვიდრედომიტიენ ნდაიზიეი

დაბადებული24 ნოემბერი, 1949
რუტოვუ, რუანდა-ურუნდი
გარდაცვლილი17 დეკემბერი, 2020
პარიზი, საფრანგეთი
მეუღლესოფი ბუიოია
განათლებაბელგიის სამეფო სამხედრო აკადემია

პიერ ბუიოია (ფრანგ. Pierre Buyoya; დ. 24 ნოემბერი, 1949 — გ. 17 დეკემბერი, 2020) — ბურუნდელი სამხედრო და სახელმწიფო მოღვაწე. მაიორი. ბურუნდის პრეზიდენტი 1987-1993 და 1996-2003 წლებში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პიერ ბუიოია დაიბადა 1949 წლის 24 ნოემბერს რუანდა-ურუნდის (აჟამად ბურუნდი) ბურურის პროვინციის პატარა ქალაქ რუტოვუში. მიეკუთვნება ტუტსის ეთნიკურ ჯგუფს[1]. დაწყებითი განათლება მიიღო რუტოვუს კათოლიკურ მისიაში. 1967-1982 წლებში სწავლობდა ბელგიის, საფრანგეთისა და გფრ-ის სამხედრო სასწავლებლებში. 1984-1987 წლებში შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ოფიცერია.

1987 წელს ჟან ბაპტისტ ბაგაზას რეჟიმის წინააღმდეგ პიერ ბუიოიამ მოახდინა სამხედრო გადატრიალება და თავი მესამე რესპუბლიკის პრეზიდენტად გამოაცხადა. 1987-1988 წლებში იყო ასევე ქვეყნის თავდაცვის მინისტრი. პირველ რიგში მან შეწყვიტა კათოლიკური ეკლესიის დევნა და გაათავისუფლა პოლიტპატიმრები ციხეებიდან[2]. 1988 წლის აგვისტოში ქვეყანაში დაიწყო ეთნიკური შეტაკებები. ტუტსის არმიამ შეძლო წესრიგის აღდგენა, მაგრამ დაიღუპა 5 000 ჰუტუს ტომის წარმომადგენელი და 60 ათასი ამავე ტომიდან იძულებული გახდა ქვეყნიდან გაქცეულიყო. ამ ამბების შემდეგ ბუიოიამ დაიწყო ეროვნული შერიგების პროგრამა. მან ჰუტუს წარმომადგენელი დანიშნა პრემიერ-მინისტრად და ისინი მთავრობაში შეიყვანა. 1993 წელს გამართულ პირველ დემოკრატიულ საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა ჰუტუს ტომის წარმომადგენელმა მელშიორ ნდადაიემ.

ამავე წლის ოქტომბერში მოკლეს ქვეყნის პრეზიდენტი ნადადაიე, იგი შეცვალა სიპრიენ ნტარიამირამ, რომელიც 1994 წელს ავიაკატასტროფაში დაიღუპა. დაპირისპირება ჰუტუსა და ტუტსის ტომებს შორის არ შეწყვეტილა. 1996 წელს ბუიოიამ დაამხო პრეზიდენტი სილვესტრე ნტიბანტუნგანია და ხელისუფლების სათავეში დარჩა 2003 წლამდე. მან გააუქმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა, რომელიც ტრადიციულად ეკავა ჰუტუს ტომის წარმომადგენელს, თუკი პრეზიდენტი იქნებოდა ტუტსის ტომიდან. 2001 წელს ეკონომიკური სანქციების საფრთხის შიშით პიერ ბუიოიამ ჩამოაყალიბა ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა და ამ თანამდებობაზე დანიშნა ჰუტუს ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელი დომიტიენ ნდაიზიეი, რომელსაც ხელშეკრულების თანახმად წელიწადნახევარში გადასცა სახელმწიფოს მეთაურის თანამდებობა. თავად ბუიოიამ როგორც ყოფილმა პრეზიდენტმა, მიიღო მუდმივი სენატორის სტატუსი. 2008 წელს იგი ხელმძღვანელობდა აფრიკის კავშირის სამშვიდობო მისიას ჯერ ჩადიში, ხოლო შემდეგ მალიში[1].

2020 წლის 19 ოქტომბერს ბურუნდის უზენაესმა სასამართლომ დაუსწრებლად მიუსაჯა სამუდამო პატიმრობა 1993 წელს ნდადაიეს მკვლელობის გამო[3].

2020 წლის დეკემბერში კორონავირუსით დაინფიცირდა მალიში. იგი მოათავსეს ბამაკოს პოსპიტალში, საიდანაც გადაიყვანეს პარიზში. დაიღუპა საავადმყოფოსკენ მიმავალ სასწრაფო დახმარების მანქანაში[4][5][6].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Reports, News Services and Staff (18 December 2020). „Pierre Buyoya, Burundian president who led two coups, dies at 71“. Washington Post. ციტირების თარიღი: 21 December 2020.
  2. Pierre Buyoya. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-09-05. ციტირების თარიღი: 2020-12-25.
  3. Ex-Burundi president gets prison term for 1993 killing of victorious election opponent. Reuters (20 October 2020). ციტირების თარიღი: 13 November 2020
  4. Pierre Buyoya Yigeze Kuyobora Uburundi Yitavye Imana. ციტირების თარიღი: Dec 19, 2020.
  5. Burundi's Pierre Buyoya dies from Covid-19. ციტირების თარიღი: Dec 19, 2020.
  6. Burundi ex-president Buyoya dies from Covid-19 (2008-12-18). ციტირების თარიღი: 2008-12-18