შინაარსზე გადასვლა

მთავარი გვერდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რჩეული სტატია

გაეროს წევრი სახელმწიფოები: გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შემადგენლობაში შედის 193 სუვერენული სახელმწიფო. გაერთიანებული ერების ორგანიზაცია (გაერო) არის მსოფლიოში ყველაზე დიდი მთავრობათაშორისი ორგანიზაცია. ყველა წევრს აქვს თანაბარი წარმომადგენლობა გაეროს გენერალურ ასამბლეაში. გაეროს წესდება განსაზღვრავს წევრი ქვეყნების მიღების წესებს. წევრობა ღიაა ყველა მშვიდობისმოყვარე სახელმწიფოსთვის, რომელიც ეთანხმება ქარტიის პირობებს და შეუძლია მათი შესრულება. ახალი წევრებს რეკომენდაცია უნდა გაუწიოს გაეროს უშიშროების საბჭომ. წევრი ქვეყნების გარდა, გაერო ასევე იწვევს არაწევრ სახელმწიფოებს, როგორც დამკვირვებლებს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე. უშიშროების საბჭოს მიერ ახალი წევრის მიღებაზე რეკომენდაციის გასაცემად საჭიროა საბჭოს თხუთმეტი წევრიდან არანაკლებ ცხრის დადებითი ხმა, ხოლო ხუთი მუდმივი წევრიდან არცერთმა არ უნდა გამოიყენოს იყენებს ვეტოს უფლებას. შემდეგ უშიშროების საბჭოს რეკომენდაცია უნდა დამტკიცდეს გენერალურ ასამბლეაზე ხმების ორი მესამედით.

დღის სტატია

ვიკიმედიის ლოგო
ვიკიმედიის ლოგო
ფონდი ვიკიმედია (ინგლ. Wikimedia Foundation, Inc., შემოკლებით WMF) — ამერიკული არაკომერციული საქველმოქმედო ორგანიზაცია, რომლის შტაბ-ბინა მდებარეობს აშშ-ში, ქალაქ სან-ფრანცისკოში. იგი მატერიალურად უზრუნველყოფს მთელ რიგ ინტერნეტ-საზოგადოებებს (რომლებიც ქმნიან თავისუფალი გავრცელების ლიტერატურას) და მათში ასრულებენ მმართველის ფუნქციებს. ეს საზოგადოებები მუშაობენ ვიკი-ტექნოლოგიაზე, აქედან მომდინარეობს ფონდის სახელწოდებაც (Wiki და Media — მულტიმედიის შემოკლება). ფონდის საქმიანობა ხორციელდება შემოწირულობების საფუძველზე, ხოლო „თავისუფალი“ ლიტერატურის შედგენის საქმეს თავის თავზე იღებენ მოხალისეები მთელი მსოფლიოდან.

სიახლეები

ლი ჯე მიონგი

მიმდინარე: საქართველოს საპროტესტო აქციები; რუსეთის შეჭრა უკრაინაში; ისრაელ-ჰამასის ომი.


20 ივნისი — ამ დღეს...

დედოფალი ვიქტორია
დედოფალი ვიქტორია
  • 1214 : ოქსფორდის უნივერსიტეტს სამეფო ქარტია მიენიჭა.
  • 1685 : მონმუთის აჯანყებამონმუთის გრაფი თავს ინგლისის მეფედ აცხადებს ბრიჯუოტერში.
  • 1837 : ვიქტორია (სურათზე) დიდი ბრიტანეთის დედოფალი გახდა.
  • 1877 : ალექსანდერ გრეიამ ბელმა მსოფლიოს პირველი კომერციული სატელეფონო სისტემა დაამონტაჟა ჰამილტონში, ონტარიო, კანადა.
  • 1963 : კუბის ქობინთა კრიზისის გამო საბჭოთა კავშირსა და აშშ–ს შორის „წითელი ტელეფონი“ ამოქმედდა.
  • 1973 : ესეისის ხოცვა ბუენოს–აირესში, არგენტინა — სნაიპრებმა მემარცხენე პერონისტებს ცეცხლი გაუხსნეს, რის გამოც 13 ადამიანი დაიღუპა და 300–მდე დაიჭრა.
  • 1991 : გერმანიის პარლამენტის გადაწყვეტილებით ქვეყნის დედაქალაქი ბონიდან ბერლინში დააბრუნეს.
  • 2003 : ფონდი ვიკიმედია დაარსდა.
  • იცით თუ არა, რომ?

    ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
    უილიამ პიტი
    უილიამ პიტი