შინაარსზე გადასვლა

მთავარი გვერდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რჩეული სტატია

გაეროს წევრი სახელმწიფოები: გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შემადგენლობაში შედის 193 სუვერენული სახელმწიფო. გაერთიანებული ერების ორგანიზაცია (გაერო) არის მსოფლიოში ყველაზე დიდი მთავრობათაშორისი ორგანიზაცია. ყველა წევრს აქვს თანაბარი წარმომადგენლობა გაეროს გენერალურ ასამბლეაში. გაეროს წესდება განსაზღვრავს წევრი ქვეყნების მიღების წესებს. წევრობა ღიაა ყველა მშვიდობისმოყვარე სახელმწიფოსთვის, რომელიც ეთანხმება ქარტიის პირობებს და შეუძლია მათი შესრულება. ახალი წევრებს რეკომენდაცია უნდა გაუწიოს გაეროს უშიშროების საბჭომ. წევრი ქვეყნების გარდა, გაერო ასევე იწვევს არაწევრ სახელმწიფოებს, როგორც დამკვირვებლებს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე. უშიშროების საბჭოს მიერ ახალი წევრის მიღებაზე რეკომენდაციის გასაცემად საჭიროა საბჭოს თხუთმეტი წევრიდან არანაკლებ ცხრის დადებითი ხმა, ხოლო ხუთი მუდმივი წევრიდან არცერთმა არ უნდა გამოიყენოს იყენებს ვეტოს უფლებას. შემდეგ უშიშროების საბჭოს რეკომენდაცია უნდა დამტკიცდეს გენერალურ ასამბლეაზე ხმების ორი მესამედით.

დღის სტატია

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ლოგო
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ლოგო

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი (ფრანგ. Comité International Olympique) — საერთაშორისო ორგანიზაცია, შექმნილი 1894 წელს ბარონი პიერ დე კუბერტენის მიერ ოლიმპიური თამაშების აღორძინებისთვის. კომიტეტის შტაბ-ბინა მდებარეობს ლოზანაში, შვეიცარია. ამჟამად კომიტეტი ყველაზე გავლენიანი სპორტული ორგანიზაციაა მსოფლიოში.

კომიტეტი ორგანიზებას უკეთებს თანამედროვე ოლიმპიურ თამაშებს ზაფხულსა და ზამთარში, ყოველ ოთხ წელიწადში. პირველი ზაფხულის ოლიმპიადა, რომელსაც ორგანიზება კომიტეტმა გაუწია, გაიმართა ათენში, საბერძნეთი, 1896 წელს. პირველი ზამთრის ოლიმპიადა კი - ჩამონიქსში, საფრანგეთი, 1924 წელს. 1992 წლამდე საზაფზულო და ზამთრის ოლიმპიადები ერთსადაიმავე წელს იმართებოდა. 1994 წლიდან კომიტეტმა ზამთრის ოლიმპიადები ზაფხულის ოლიმპიადებს შორის გადაიტანა ღონისძიებების ორგანიზების დაგეგმვის გამარტივების მიზნით.

დღის სურათი

სიახლეები

ლი ჯე მიონგი

მიმდინარე: საქართველოს საპროტესტო აქციები; რუსეთის შეჭრა უკრაინაში; ისრაელ-ჰამასის ომი; ირან-ისრაელის ომი.


23 ივნისი — ამ დღეს...

პიერ დე კუბერტენი
პიერ დე კუბერტენი
  • 1724 : კონსტანტინოპოლში რუსეთსა და თურქეთს შორის დადებული ხელშეკრულებით რუსეთმა კასპიის სანაპირო შეინარჩუნა, თურქეთმა კი - თბილისი და ერევანი.
  • 1803 : რობერტ ფულტონმა სენაზე პირველი თბომავლის დემონსტრაცია მოახდინა.
  • 1894 : სორბონაში, პარიზი, პიერ დე კუბერტენის (სურათზე) თაოსნობით საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი დაარსდა.
  • 1919 : ესტონეთის განმათავისუფლებელი ომი : გერმანიის ძალები ჩრდილოეთ ლატვიაში დამარცხდნენ, ეს დღე ყოველწლიურად აღინიშნება როგორც ესტონეთის გამარჯვების დღესასწაული.
  • 1941 : ლიტვის აქტივისტთა ფრონტი ლიტვას საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლად აცხადებს, თუმცა რამდენიმე კვირაში ლიტვა ნაცისტებმა დაიპყრეს.
  • იცით თუ არა, რომ?

    ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
    უილიამ პიტი
    უილიამ პიტი