პირველი ვერსია (შექმნილი Atari-ს ვეტერანი თანამშრომლის კურტ ვენდელის მიერ) Atari 7800-ის მიხედვით იყო მოდელირებული[4][5] და 20 თამაშს შეიცავდა, რომელთაგან ხუთი 7800-ის თამაში იყო. სერიის ყოველი შემდგომი სახლის კონსოლი 2600-ის მიხედვით არის მოდელირებული. Atari Flashback 2 გამოვიდა 2005 წელს, მოიცავდა 40 ჩაშენებულ თამაშს და იყო ერთადერთი, რომელსაც 2600 აპარატურული ჩიპი ჰქონდა. 2011 წელს Atari, Inc.-მა შეწყვიტა Flashback-ის შიდა წარმოება და ლიცენზია AtGames-ს გადასცა. 2016 წელს AtGames-მა გამოსცა კონსოლის პორტატიული ვერსია Atari Flashback Portable. Flashback 8-ის რამდენიმე ვარიაცია გამოვიდა 2017 წელს, მათ შორის Gold Edition, რომელმაც შემოიტანა სკანირების ხაზის ფილტრაცია (ინგლ.scan line filtering), გეიმპლეის უკან გადახვევის ფუნქცია და HDMI-ის მხარდაჭერა. 2019 წლის Flashback X-დან მოყოლებული, გარე დიზაინი წარმოადგენს ორიგინალი Atari 2600-ის ზუსტ, მინიატურულ ასლებს.