Hack and slash
Hack and slash (გამოითქმის როგორც ჰეკ-ენდ-სლეში; ქართ. კვეთე და ჭერი) აგრეთვე ცნობილი როგორც hack and slay, H&S, HnS, ან slash 'em up[1][2]) — ვიდეო თამაშების ჟანრი, რომელიც აქცენტს აკეთებს ხმლებითა და სხვა ცივი იარაღებით ბრძოლაზე. ამ თამაშებში შეიძლება ასევე იყოს ცეცხლსასროლი იარაღებიც, დამხმარე იარაღების სახით. ეს არის beat 'em up-ის ქვეჟანრი, რომელიც ფოკუსირებულია ახლო ბრძოლაზე, როგორც წესი, ხმლების გამოყენებით.
ტერმინი „hack and slash“ თავდაპირველად გამოიყენებოდა სამაგიდო როლურ თამაშებში თამაშის სტილის აღსაწერად, მოგვიანებით გადაიზარდა MUD-ებში, მასიური მრავალმოთამაშიანი ონლაინ როლურ თამაშებსა და როლურ ვიდეო თამაშებში. არკადული და კონსოლის სტილის ექშენ თამაშებში ამ ტერმინს სრულიად განსხვავებული გამოყენება აქვს: ის კონკრეტულად გულისხმობს ექშენ თამაშებს, რომლებიც ორიენტირებულია რეალურ დროში ხელით იარაღებით ბრძოლაზე, იარაღის ან მუშტების ნაცვლად. ამ ორი სასეობის hack-and-slash თამაშები დიდწილად ერთმანეთთან კავშირში არ არიან, თუმცა ექშენ როლურ თამაშები შესაძლოა მოიცავდეს ორივეს ელემენტებს.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ „Complete Games Guide“. Mean Machines (20 (28 April 1992)): 6, 14, 18, 20, 22, 26. May 1992.
- ↑ „First Samurai“. Computer and Video Games (121 (December 1991)): 28–30. 15 November 1991.