Visual Kei

Visual kei (იაპ.ヴィジュアル系, აბრევიატურით V-Kei) — იაპონური მუსიკოსების კატეგორია, რომლებიც ფოკუსირდებიან ექსტრავაგანტულ სასცენო კოსტიუმებზე. მიმდინარეობა 1980-იანი წლების იაპონიაში ჩაისახა. Bounce-ის წევრი, კოჯი დეჯიმა, წერს რომ Visual Kei არაა სფეციფიკური ჟღერადობა, მაგრამ „ბენდის უნიკალური მსოფლმხედველობისა და/ან მათი ვიზუალური სილამაზის გარშემო არსებობს, რომელიც ძირითადად კოსტიუმებითა და მაკიაჟით გამოიხატება“. როდესაც V-Kei ნებისმიერ მუსიკალურ მიმდინარეობას შეიძლება მოიცავდეს, იგი უშუალოდ ისეთი ბენდებისგან მომდინარეობს რომლებიც გლამ-როკის, მძიმე მეტალის, პანკ-როკის, გოთიკური როკის ჟანრებისაა.
Visual kei-ის ჩამოყალიბება დაიწყო ბენდებიდან: X Japan, Dead End, Buck-Tick, D'erlanger, და Color, გაგრძელდა 1990-იან წლებში ბენდებით - Luna Sea, Glay, L'Arc-en-Ciel, და Malice Mizer. The მიმდინარეობის წარმატება 2000-იანებშიც გაგრძელდა, Gackt-ისა და ბენდების: Dir En Grey, the Gazette, Alice Nine, Girugamesh, და Versailles მეშვეობით. ამ პერიოდს კრიტიკოსებმა Neo-Visual Kei (იაპ. ネオ・ヴィジュアル系) უწოდეს.